თეგებით ძიება

"ბოდიშს ვიხდი ოჯახის წინაშე... მცდარი შედარება გამომივიდა!" - რას წერს ქალი, რომელმაც ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახის ტრაგედიაზე პოსტი გამოაქვეყნა?

ზოგადი განათლების ექსპერტი, ელისაბედ ბადაშვილი, იმ წერილისთვის, რომელშიც ის უკრაინაში დაღუპული ბავშვების რაოდენობასა და ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის ტრაგიკულად დაღუპული შვილის შესახებ საუბრობდა.

"მეგობრებო, ჯერ ბოდიშს ვიხდი ოჯახის წინაშე - წინა პოსტში, რომელიც ავიღე, ძალიან ცუდად გამოვიდა... ყველა ოჯახის ტრაგედია - ყველასთვის ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. სულ არ მიფიქრია ვინმეს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა. სულ სხვა რამის თქმა მსურდა. მაგრამ მცდარი შედარება გამომივიდა. ყველას საყვედური მისაღებია და ვიღებ!", - წერს ელიზაბეთ ბადაშვილი.

"ბოდიშს ვიხდი ოჯახის წინაშე... მცდარი შედარება გამომივიდა!" - რას წერს ქალი, რომელმაც ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახის ტრაგედიაზე პოსტი გამოაქვეყნა?


წერილი, რომლისთვისაც ელისაბედ ბადაშვილს ბოდიშს მოხდა მოუწია:

"220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამოუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი, ომში რომელსაც უკრაინა მარტო აწარმოებს ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტრის - რუსეთის წინააღმდეგ! გაიაზრეთ რა ხდება უკრაინაში როდესაც მათი გამობათქვამების კრიტიკას იწყებთ და მიზერული დახმარების დაყვედრებას, სრულ ჭკუაზე როგორ არიან საკვირველია! ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს! ახლა ნეიტრალიტეტი და რუსეთუმეობა - ქვეყნის ღალატია! იმედია ჩვენთვის რომ ეთქვა რუსეთს - დათმე ენა, განიარაღდი, მონად დამიდექი, არ გაბედო და არ განვითარდე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადე... არც ჩვენ დავთანხმდებიდით და წინააღმდეგობას გავუწევდით!"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა