თეგებით ძიება

"გვარამიას დაჭერის შემთხვევაში, დედა გეტირებათ, სახე აგეხევათ და ბოლოს მაინც გამოუშვებთ" - ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილს

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და აფრთხილებს, რომ "მთავარი არხის" გენდირექტორი, ციხეში არ ჩასვას.

"რახან ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებულმა ბოლო დრამამაც დაადასტურა რაოდენ ჩლუნგია ბატონი ბიძინი და მისი გარემოცვა–შინაურობა, ალბათ ჯობს გარეულებმა განვუმარტოთ რაღაცეები, სანამ თვითონაც მეტ შარში გაეხვევა და ჩვენც კიდევ ერთხელ დაგვაწიწკნის ნერვებს:

ბ–ნო ბიძინ, გვარამიას დაჭერის შემთხვევაში უუუდიდეს, უძალიანდიდეს შარში ეხვევით. არცერთი, საერთოდ არცერთი წუთი არ გექნებათ მოსვენება, სანამ არ გამოუშვებთ, მარტივად რომ გითხრათ დედა გეტრებათ, კარგები და კეთილები აგიფეთქდებათ, სახე აგეხევათ და ბოლოს მაინც გამოუშვებთ. თან ეს ბოლოს ძალიან მალე იქნება, დაჭერიდან მაქსიმუმ 10 დღეში. ხოდა, ჩვენი დრო და ნერვებიც დაზოგეთ, საკუთარიც და შეეშვით ამ საქმეს", - წერს ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასრულდა სასამართლოში. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა