"საქართველოს ოცნებაა, შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს" - რიში
"საქართველოს ოცნებაა შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში წერს.
"ქართველი ხალხი 4 კვირის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მათი ხელისუფლების სახიფათო გზას. საქართველოს ოცნებაა შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. მივესალმები ხალხის შეუპოვრობას და ერთგულებას ნათელი მომავლის მიმართ – მიუხედავად გაჭირვებისა, რომელიც მათ გადაიტანეს," - წერს ჯიმ რიში.