თეგებით ძიება

გარდაიცვალა რეჟისორი გიზო გაბესკირია

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია. ინფორმაცია პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად).

გაბესკირია 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად. 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად.

1997 წლიდან მოღვაწეობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.

გიზო გაბესკირია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა