თეგებით ძიება

"ევროპამ კიდევ ერთხელ დაანახა შუა თითი პუტინს ყველა ჩვენგანის ნაცვლად" - თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია ევროვიზიაზე უკრაინული ჯგუფის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ამ დალოცვილ საქართველოში, იმ ხუთი საქმიანობიდან რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, ერთი ცეკვაა და მეორე სიმღერა. ყოველი სამი ქართველიდან ორი მღერის, (მე ის დარჩენილი ერთი ვარ), ტარდება უამრავი კონკურსი, უცხოეთიდან „გადმოკოპირებული“ თუ ჩვენი მოგონილი, ჟიური ხან ტირის, ხან ცას წვდება სიხარულით არიქა, ჰამლეტ გონაშვილის ხმა მოვისმინეთ, ედიტ პიაფი დგას სცენაზე ან სელინ დიონის შემცვლელი ვიპოვეთო, არის ესემესების გზავნა და პრიზების ფრიალი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, წელიწადში ერთადერთ კონკურსზე, სადაც მართლა შეიძლება ქვეყანა წარმოაჩინო და ამაყად გაშალო ქართული დროშა, ისეთ კონკურსანტს გზავნიან, რომ ჩვენი დელეგაციის მეტი ვერავინ ამჩნევს მის გამოსვლას.

ნახეთ რა ქნა ცეცხლი დაანთო ესპანეთის წარმომადგენელმა? იმიტომ რომ სწორად შეარჩიეს სიმღერა, (რიტმული, მელოდიური და ადვილად დასამახსოვრებელი) მომღერალი - მშვენიერი ჩანელი, (რომელიც აქამდე მიუზიკლებში მღეროდა და ცეკვავდა და ესპანეთშიც კი თითქმის არავინ იცნობდა), ჩააცვეს პალომო სპეინის შეკერილი, სტრატეგიულ ადგილებში მოშიშვლებული და ფერადი თვლებით მოჭედილი ტორეროს კოსტუმი (ბოლოს მარაოც დააჭერინეს ხელში), დაუყენეს ლამაზი მოცეკვავეები, დაუდგეს ზუსტად ის ქორეოგრაფია, რაც თანამედროვე პუბლიკას მოსწონს და პირველივე ნოტებიდან ფეხზე წამოაგდეს, აბღავლეს და აცეკვეს მაყურებელი. ჩანელმა მესამე ადგილი დაიკავა. თუ არ ჩავთვლით, რომ უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური სვლა იყო, რითაც ევროპამ კიდევ ერთხელ დაანახა შუა თითი პუტინს ყველა ჩვენგანის ნაცვლად და თუნდაც ამიტომ ღმერთმა შეარგოთ ეს გამარჯვება, ჩანელს მხოლოდ ბრიტანელმა კონკურსანტმა აჯობა. ცხადია ესპანეთში ჩანელზე უკეთესი მომღერლებიც არიან და უკეთესი სიმღერებიც იწერება, მაგრამ ევროვიზიის ფორმატს ეს მოუხდა და შედეგიც შსაბამისი მიიღეს. ლინკს ვდებ და ვისაც გაინტერესებთ, გახსენით", - წერა თეა გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა