აშშ-ში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ოცნების ქმედებებზე შეშფოთება ერთიანია - ელჩი
ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ს] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან.
აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ [საქართველოში], დემოკრატი სენატორის, შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. [...]
იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. რადიო თავისუფლების თარგმანი.