თეგებით ძიება

"დღევანდელი დილა კიდევ უფრო მაგარია! რატომ? იმიტომ, რომ: ხარკოვის ოლქიდან უკან მოუხედავად გაკურცხლა ურდომ!" - ბუკა ეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებოო! ავადმყოფი პუტინი ზის და ოცნებობს, რომ ყველანი, დაჭრილებიც და ჯანმრთელებიც ხელებაწეული გამოვლენ და ურდოს დანებდებიან, მაგრამ ყველა იბრძვის, ისეთი დაჭრილებიც კი, ვისაც კიდურები შერჩენილი აქვს! სწორედ ამიტომაც:
ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინსაც მიმართეს ჩვენმა გმირებმა! ვნახოთ, რა გამოვა!

დღევანდელი დილა კიდევ უფრო მაგარია, ვიდრე გუშინდელი! რატომ? იმიტომ, რომ:
ხარკოვის ოლქიდან უკან მოუხედავად გაკურცხლა ურდომ! ხარკოვისთვის ბრძოლა მოგებულია! ხარკოვის ირგვლივ მტერი განადგურებულია! თქვენი არ ვიცი და მე ნაღდად ჩავალ მალე ხარკოვში! ოდესაშიც და აუცილებლად ბელოგორვკაში!

ამსიობაში იზიუმის მიმართულებაზე ჩვენებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და კარგა გვარიანად წინ წაიწიეს!
ხერსონში ურდოს მაღალი დონის საკომანდო პუნქტს შიგ თავის ქალაში დაადეს! არის მოლოდინი, რომ კიდევ ერთი გენერალი აღმოჩნდება კობზონის კონცერტის წინა რიგებში! ახალი პარტია პოლკოვნიკები და ვიცეები უკვე ადგილზე არიან!

ამ მიკოლაევს რომ ბომბავდნენ რა ეგონათ აბა მაგ მათხოვრებს? ჰოდა წავიდა მესამე ასეულის ათვლაა! ურდოს 201-ე გამანადგურებელი სუ-34 გაანადგურეს ჩვენებმა! ურდოსების აფრენა და კრეისერ მასკვაზე დაფრენა ერთია!

დონეცკის და ლუჰანსკის მიმართულებით გუშინ კიდევ უტევდნენ ურდოსები, მაგრამ 8 ტანკი, 20-მდე ჯავშანტექნიკა, 6 დრონი და 100-ობით ორკი მწყობრად გაუყვა #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს კურსს! ერთი ათასად!

კიევში ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების დელეგაცია იყო ჩასული! ზელენსკისთან პირობა დადეს, რომ ამ კვირაში მიიღებენ 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ გაფაწყვეტილებას! მოკლედ, ჯერ ლენდ ლიზი არც კი დაძრულა და რას უშვებიან ჩვენები ამ ურდოსებს და მერე იქნებააა - ნენაა, გლახათ ვაარ!

დიდი შვიდეულის საგარეო მინისტრებმა თავის წილად 30 მილიარდი დოლარი კასრზე დადეს! კიიიიდო დმიიიტრო კულებამ, გაყინული რუსული აქტივებიც გამოაყოლეთო და პასუხიიი იყო: კაი ჩემო ძმაოოო!

კაი კაცი, წყნარი კაცი ფინეთის პრეზიდენტი - აიღო ტელეფონი, დაურეკა ვოვას, მეზობელო კარისაო, აღარა გყავს ლარისაო, მე შევდივარ ნატოშიო, შენ კი ვავა ტ...კოშიო წარმოიდგინეთ ეს ფინური აქცენტით! სახე შეუნარჩუნა კი არა, დიდი მანერეჰეიმის სახელზე სულ ბოლომდე აახია, თანაც სარკეში ჩაიხედეს ძახილით, შეხედე რა გიყო, რას დაგამგვანა ბუნკერმაო!

უკრაინულმა "კალუშ ორკესტრამ" ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვა და შემდეგი ევროვიზია ჩატარდება უკრაინაში! სიმღერის მერე ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა #SaveMariupol #SaveAzov #GloryToUkraine
უკრაინა ყველგან იმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს! ", - წერს პეტრიაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა