თეგებით ძიება

"თვითონ შვილებს ევროპაში ან ამერიკაში უშვებენ სასწავლად და ევროპის ლიბერალურ დემოკრატიას დასცინიან და აბუჩად იგდებენ" - გიორგი ხაბურზანია

საერთაშორისო მეგაპროექტების პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია იმათ შესახებ წერს ფეისბუქზე, ვინვ შვილებს სასწავლებლად და დასასვენებლად ევროპაში ან ამერიკაში უშვებს, ამავდროულად კი ევროკავშირს და ევროპის ლიბერალურ დემოკრატიას დასცინის.

"თვითონ შვილებს ევროპაში, ბრიტანეთში ან ამერიკაში უშვებენ სასწავლად, დასასვენებლად იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში დადიან, მაქნანებს ევროპულს და ამერიკულს ატარებენ, ტანსაცმელი ხომ არც განიხილება არა ევროპული, ბევრს მოქალაქეობაც ამერიკული ან ევროპული აქვს და მერე გვიტრიალდებიან ჩვენ ქართველ ხალხს და ნიშნის მოგებით ევროკავშირს და ევროპის ლიბერალურ დემოკრატიას დასცინიან და აბუჩად იგდებენ. გადაჯექით ჟიგულში, მიიღეთ რუსეთის მოქალაქეობა, გაუშვით შვილები როსტივის პროფ-სასწავლებლებში და რუსულ ჯარში, დაისვენეთ კისლავოდსკში, იმკურნალეთ მაგადანში, გაიხადეთ ლუი და გუჩი და ჩაიცვით რუსული ტრიკოტაჟი და მერე აი მხოლოდ მერე გექნებათ უფლება აკროტიკოთ დასავლეთი", - წერს ხაბურზანია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა