თეგებით ძიება

"ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ უკრაინისათვის მიკუთვნებული უმაღლესი ქულის ნაცვლად სხვა, ცუდი შედეგი გამოაცხადა" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ევროვიზიაზე საქართველოს მიერ უკრაინისთვის მინიჭებული ხმების ირგვლის მომხდარ გაუგებრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ უკრაინისათვის მიკუთვნებული უმაღლესი ქულის ნაცვლად სხვა, ცუდი შედეგი გამოაცხადა. ამ კონკურსს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა შეძენილი.

80 მილიონიანი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ შეირცხვინა თავი და აგერ უკვე მერამდენე წელია საქართველოს წარმომადგენელი ფინალურ ეტაპამდეც კი ვერ აღწევს იმ უგემოვნო პროგრამების გამო, რომელიც ქართველი შემსრულებლებისთვის ასე დამახასიათებელი გახდა.
სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე", - წერს გოცირიძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მაყურებელმა უკრაინას უმაღლესი, 12 ქულა მიანიჭა, ეროვნულმა ჟიურიმ კი მხოლოდ 6. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა