"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატოს ერთიანობა აუცილებელია" - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის ელჩებს მიმართა, რომლებმაც ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.
"ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი. მე გულთბილად მივესალმები თქვენს მოთხოვნას, გაწევრიანდეთ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. თქვენ ხართ ნატოს ღირებული პარტნიორები. თქვენი წევრობა გააძლიერებს ორგანიზაციის უსაფრთხოებას. აპლიკაციის წარდგენა არის ისტორიული ნაბიჯი. ახლა წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ პროცედურების თანახმად შემდეგ ეტაპს. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ პროცესი წარიმართოს სწრაფად. ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები წევრი ქვეყნებიდან დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ნატო წარმოდგენილია ბალტიის ზღვაში. ჩვენ ვართ ყურადღებით და განვაგრძობთ სიტუაციასთან ადაპტაციას. ჩვენ ვთანხმდებით ორგანიზაციის გაფართოების აუცილებლობაზე. ვთანხმდებით, რომ ერთიანობა აუცილებელია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.