სრულ მზადყოფნაში ვართ, ძალიან გვინდა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ" - ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ოლომოუცში გამართავს. "ფაქტობრივად ფინალია ხვალინდელი მატჩი და სრულ მზადყოფნაში ვართ," - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ხვალ მაქსიმალურად შეეცდება გამარჯვება მოიპოვოს.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ფაქტობრივად ფინალია ხვალინდელი მატჩი და სრულ მზადყოფნაში ვართ. ძალიან გვინდა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობთ, ხვალ სტადიონზე მრავლად იქნებიან და შევეცდებით ძალიან მნიშვნელოვან თამაშში გავიმარჯვოთ," - აღნიშნა ოთარ კაკაბაძემ.
ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.