19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ვერძი
ადამიანი, რომელიც ამჟამად თქვენ გვერდითაა, შესაძლოა, რთული ბუნებისაა, მაგრამ სწორედ ის გაგრძნობინებთ ზრუნვას და შეუძლია თქვენი თვითშეფასების ამაღლება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მასთან გულწრფელი საუბრის. შესაძლოა, მოულოდნელად, მეგობრები გესტუმრონ და თუნდაც სხვა გეგმები გქონდეთ, ნუ გაბრაზდებით, საღამო სასიამოვნოდ ჩაივლის.
კურო
ვარსკვლავები ამ დღეს ერთ ადგილზე გაჩერებისა და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ - ასეც უნდა მოიქცეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ. დღეს თქვენს გზაზე აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით, ამიტომ სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ.
ტყუპები
ტყუპებო, ამჟამად შესაძლოა რთული დრო გიდგათ, მაგრამ გაიხსენეთ საკუთარი ოცნება და ცრემლები შეიშრეთ. და კიდევ - სანამ „მარჯვნივ და მარცხნივ“ რჩევებს გასცემთ, დაფიქრდით, რაში გჭირდებათ ვინმეს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა?
კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარში „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნებათ და ყველას დაუმტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. გირჩევთ, თანამოაზრესთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება. შეწყვიტეთ ადამიანებისგან იმაზე მეტის მოთხოვნა, რისი მოცემაც შეუძლიათ.
ლომი
სარკეში საკუთარი ბედნიერი სახის დანახვა მთელი დღის ენერგიით აგავსებთ. შესაფერისი დღეა ჯადოსნური სიტყვების - „მაპატიეს“ და „მადლობის“, სათქმელად. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი მეგობრობა საიდუმლოს შენახვასაც ითვალისწინებს, ამიტომ აკონტროლეთ, ვისთან რა უნდა თქვათ.
ქალწული
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ ზედმეტი ნივთებისგან ან თავიდან მოიცილოთ ის, რაც არ გჭირდებათ, მაგრამ გადასაგდებად გენანებათ. მოერიდეთ გაუაზრებელ ქმედებებს და საღამო მშვიდ ატმოსფეროში, მაგალითად, ტელევიზორის წინ ან წიგნის კითხვაში გაატარეთ.
სასწორი
მიმდინარე პრობლემებს წარმატებით გადაწყვეტთ. სასწორები ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რომელშიც „გამეორება - ცოდნის დედაა“. ამ დღეს ტრავმის რისკი მაღალია, ამიტომ ბასრ საგნებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გმართებთ.
მორიელი
იმ შემთხვევაშიც, თუკი ვინმეს მოკვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მის განხორციელებას მაინც ვერ შეძლებთ. მაშინ რა საჭიროა ამდენი ნეგატივი? წარსული სასიყვარულო ურთიერთობის გახსენება სევდიან ხასიათზე დაგაყენებთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს აბსოლუტურად ყველა სტერეოტიპს დაამსხვრევთ, თუმცა, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის. ნუ იტყვით უარს სასიამოვნო წვრილმანებზე. არ ღირს ახალი კულინარიული შედევრების გამოგონება - ტყუილად ნუ დახარჯავთ პროდუქტებს.
თხის რქა
ამ დღეს პალიტრის ყველა ფერი თქვენს ხელშია, ამიტომ თავად შეძლებთ საკუთარი დღის გაფერადებას. ნუ დაიჯერებთ დაუფიქრებლად ყველაფერს, რასაც გაიგებთ. საყვარელ ადამიანთან კამათი დიდი ხნით გაანაწყენებს თხის რქებს.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება საქმე დააზიანოს - ეცადეთ, ოქროს შუალედი იპოვოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საღამოს სასეირნოდ გასვლას, შესაძლოა, უსიამოვნო ამბავი შეგემთხვათ.
თევზები
ეს დღე უამრავ წვრილმან უსიამოვნებას უკავშირდება. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ და ყველა პრობლემას მოაგვარებთ. ერიდეთ დაწყებული საქმის მიტოვებას და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტას. მთელი დღე ფულზე ფიქრი არ ღირს - ფული არასდროს არავის ჰყოფნის, სცადეთ, დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ!
წყარო: ფანთაიმი