ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმდა
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ეს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე დილით გამოქვეყნდა.
შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაუქმდა შეხვედრა. თემაზე კომენტარი არც საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.