თეგებით ძიება

"ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში და დაეწყო სტოლტენბერგს დეპრესია და შიშები!" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იმედმა, სტოლტენბერგმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიიღო ღარიბაშვილიო და ატეხეს აქ ღლიცინი, ტყუილია, კარგადაა სტოლტენბერგიი...
პიუპეეეელ, ყველას ჩვენნაირი ნერვი კი არა აქვს? ღარიბაშვილის ატანა, თუნდაც 30 წუთით, ყველას კი არ შეუძლია?
მოუსმინა კაცმა ბრიუსელში ჩასვლამდე, გააჟრიალა და არაო, მაინც შევხვდებიო, ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში და დაეწყო სტოლტენბერგს დეპრესია და შიშები! დეპრესია ჯანმრთელობას კიდე სერიოზულად ვნებს! აუცილებელია კოჭლობდეს? სულიერად გახდა ცუდად ირაკლის დანახვაზე... ემოციები აუფეთქდა...
საღოლ, თქვენ, ამას რო წლობით უძლებთო, უთქვამს.
ამბობენ, საღამოს ფსიქოლოგთან ჩაეწერაო...
სერიოზულად კი, რა გვიხარია, ნეტაი, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი რო ღარიბაშვილია, ეგ გვიხარია? ვიძახოთ ახლა, იცით, ქართველი ერი ისეთი არაა, როგორიც ქვეყნის წარმომადგენელია, მარა...
მარა ნაზიკო ბებიას და ალიოშა ბაბუას არ იწვევენ ბრიუსელში და რა გინდა რო ქნა?
ჩვენ ეგეთი არა ვართო, მარა ჩვენი წარმომადგენელი ეგეთიაო.
მერეო?
გვეძახიან, თქვენ ომი და რევოლუცია გინდათო...
მერეო?
ჩვენ ღირებულებებს ვიცავთ და არჩევნებით გვინდა ცვლილებაო...
მერეო?
არჩევნები, მგონი, გაყალბდაო...
მერეო?
პარლამენტში ვართო...
მერეო?
ცვლილებებისთვის პარლამენტში ხმები არ გვყოფნისო...
მერეო?
მოკლედ, ღარიბაშვილივით არ ფიქრობს ქვეყანაში ხალხი და იცოდეთო...
კაი, ძმაო, თავი ამტკივდა, დეპრესია გამიძლიერდაო...
გაგიჟდება ამ საღამოს სტოლტენბერგის ფსიქოლოგი, ამეებს რო მოუყვება...
მოკლედ, სტოლტენბერგის ფსიქოლოგისთვის ვეძებთ ფსიქოლოგს და ხო არავინ იცით?", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა