თეგებით ძიება

ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ - კახა კალაძე

ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს , - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და "ქარდებს”, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება.

ყველა “ქარდზე”, რაც გამოაქვეყნეს იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა თავისუფლება და ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და არა რომელიმე ქვეყნის ვასალი; ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი, როგორც განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ რომელიმე დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ”, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა