თეგებით ძიება

ოპოზიციის გამარჯვება არის ნულის ტოლი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს.

კითხვაზე – რა გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე პარტნიორი ქვეყნების შეფასებები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, უსამართლო განცხადებები მოიმატებს.

„დღეს ამ ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ძალიან ბინძურ განცხადებებსმოვისმენთ. ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, წლებია, გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ. მაგალითად, იგივეს, რაც ხდებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, დაჩაგრეს ქვეყანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველომ მიიღო სტატუსი. ყველანაირი პარამეტრით, სტატისტიკით, საქართველო გაცილებით წინ არის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ჩვენზე ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე. ხალხიც გრძნობსამ ყველაფერს. ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე, არის პოლიტიკური პარტიებისა და მედიაპლურალიზმი, რასაც მივესალმებით. ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, პირველ რიგში,დავიცვათ თქვენი, ჩემი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მოვახდინოთ ქვეყნის გაძლიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ მცდელობა, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ.

„ოპოზიციის გამარჯვება არის ნულის ტოლი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ, რომ საარჩევნო ბარიერს როგორმე მიახლოვდნენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა