თეგებით ძიება
18. 05. 2022 მსოფლიო

"აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელებს შორის მაღალი რანგის მეთაურები არ არიან“ - რუსული მედია

დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ "აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელებს შორის მაღალი რანგის მეთაურები არ არიან.

ამჟამად უმაღლესი რანგის მეთაურები არ გამოსულან „აზოვსტალიდან“, მაგრამ ეს ჯერჯერობით“, - განაცხადა პუშილინმა.

როგორც დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა დასძინა, მარიუპოლის ქარხანაში ჩაბარებული უკრაინელი ბოევიკების ბედს სასამართლო გადაწყვეტს. ერთი დღით ადრე კი, რუსეთის სახელმწიფო დუმამ წარმოადგინა კანონი, რომელიც „კრძალავს ნაცისტური დამნაშავეების გაცვლას“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა