თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მესაფლავე "ნაციონალური მოძრაობა" იქნება - უგულავა

~ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ის გამოცდილი ძალაა, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკური მესაფლავე გახდება.

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ დღევანდელ საქართველოში არაორდინალური სიტუაციაა შექმნილი, რომლის გამოსასწორებლად გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციური სპექტრის თანამშრომლობა და კონსულტაციებია საჭირო.

პარტიები ხშირად ვსაუბრობთ, თუ რა განგვასხვავებს ერთმანეთისგან. მე ხაზს ვუსვამ "ნაციონალური მოძრაობის" უპირატესობას და მიმაჩნია, რომ ის არის მთავარი პარტია, რომელიც იქნება ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პოლიტიკური მესაფლავე. ეს არის გამოცდილი პარტია, მას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სახით. დღეს გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, ამიტომ განსხვავებების გარდა უნდა ვანახოთ, თუ სად შეგვიძლია თანამშრომლობა", - ამბობს გიგი უგულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა