ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა - ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1246-მდე.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობას ასახელებს და უცნობია, რამდენია მათ შორის „ჰეზბოლას" მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მცხოვრები, თუმცა აღნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის 24 ბავშვი და 42 ქალია.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათი სამიზნე იყო ის შენობები, სადაც„ჰეზბოლა" იარაღს ინახავს. მათ წინასწარ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ დარტმას აპირებდნენ და მოუწოდეს მათ დაეტოვებინათ შენობები და მიმდებარე ტერიტორია.