თეგებით ძიება

"დღეს ვიღაც ჭარმაგი კაცი მომიახლოვდა ქუჩაში..." - რას წერს ირინა სარიშვილი?

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს ვიღაც ჭარმაგი კაცი მომიახლოვდა ქუჩაში, უკრაინის სიმბოლიკიან სამკერდე ნიშანზე დამაშტერდა და მეუბნება, აი ეგრე რო დადიხართ ზოგიერთები ამაყად, ჩვენც რო დაგვბომბონ მერეო? ხოდა ასე ახლოს რო დამიდექით, ცოტა შორს გაიწიე შენც არ მოგხვდესმეთქი. ამ დროს ვიღაცამ ჩამიარა სლავა უკრაინეო და უცბად მიხვდა ის ჭარმაგი, ომი რო არ უნდოდა რო გლახათაა მისი საქმე და ბურდღუნით გამშორდა.
ეგრე რა უფალო, დამიბალანსე ხოლმე და ხო ხედავ, ეს ამბავი ისე საყვარლად მოვყევი, ერთი ცუდი სიტყვაც არ მითქვამს", - წერს სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა