"12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი… არასოდეს მტოვებს ღმერთი... ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი" - გიორგი გილიგაშვილი
12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი, - ამის შესახებ გადაცემა „სთორიში“ სტუმარობისას მომღერალმა და მსახიობმა, გიორგი გილიგაშვილმა განაცხადა. ინფორმაცია გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი.
„12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი… მამა აქედან ქედს ვიდრეკ შენს წინაშე
არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი…არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი…ძმაო, მოვალ, როცა იქნება, ნუ გეშინია
მე სულ მინდოდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ,“ – აცხადებს გიორგი გილიგაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.