თეგებით ძიება

"უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

"ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

"საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში.  

უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ამასთან, „ქართული ოცნების“ ცნობით, ქვეყნის ახალი, მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, იმასაც, რომ პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა