თეგებით ძიება

რა ღირს ერთოთახიანი ბინის ქირა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?

საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დედაქალაქებში ერთოთახიანი ბინის საშუალო თვიური ქირა ყველაზე ძვირი რუსეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.

მონაცემების მიხედვით, მოსკოვში ერთოთახიანი ბინის საშუალო თვიური ქირა ქალაქის ცენტრში 1 556 დოლარს, ხოლო გარეუბნებში 826 დოლარს შეადგენს.

ამის საპირისპიროდ, ბაქოში იგივე ტიპის ბინის ქირა მნიშვნელოვნად დაბალია - ფასი ქალაქის ცენტრში 544 დოლარს, ხოლო გარეუბნებში 317 დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს მონაცემებით, თბილისში ერთოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრში საშუალოდ 702 დოლარი, ხოლო გარეუბნებში 442 დოლარი ჯდება.

მონაცემების მიხედვით, თბილისზე უფრო ძვირია ქირა ანკარაში, სადაც ქალაქის ცენტრში ფასი 734 დოლარს, გარეუბნებში კი 558 დოლარს აღწევს.

ერევანში კი ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი ქალაქის ცენტრში საშუალოდ 831 დოლარს, ხოლო გარეუბნებში 567 დოლარს შეადგენს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა