თეგებით ძიება

"ვინმეს ნუ ჰგონია, რომ ბარბარიზმი მხოლოდ რუსულიდან შემოსული სიტყვებია" - ნახეთ, სია

სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოხელვანი გოგა ჩანადირი ქართულ ენაში შემოსულ ბარბარიზმებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ვინმეს ნუ ჰგონია, რომ ბარბარიზმი მხოლოდ რუსულიდან შემოსული სიტყვებია.
სხვა ენებიდან შემოსულინის სიტყვები, რომლებიც მშობლიურს ებრძვინ, ასევე ბარბარიზმებია და ენას ვნებს.
დღეს გთავაზობთ იმ ბარბარიზმებს, რომლებიც ბოლო დროს ხშირად მესმოდა:
ჰაბი - კვანძი, შემკრები
ლაითი - მსუბუქი
კრეატიული - შემოქმედებითი
ოქეი - კარგი
დეესკალაცია - განმუხტვა (დაძაბულობის)
ავთენტური - სარწმუნო, უტყუარი, პირველწყარო, ნამდვილი, ძირძველი
ლოკაცია - ადგილი, ადგილმდებარეობა
ქეისი - მაგალითი, შემთხვევა
ვალიდური - მოქმედი, ძალამოსილი, დასაბუთებული, სარწმუნო
სქილი - უნარი
მენეჯერი - ხელმძღვანელი, მმართველი
ნიუსი - ახალი ამბავი
ვერიფიკაცია - დამოწმება, შემოწმება
დედლაინი - ბოლო ვადა
გაიდლაინი - სახელმძღვანელო
ემერჯენსი - გადაუდებელი", - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა