თეგებით ძიება

"კობახიძემ განაცხადა, რომ მე ვუახლოვდები წითელ ხაზს, რაც აშშ-ში აღქმული იყო მუქარად, საპასუხოდ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მოწვევის გაუქმებაზე" - დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეუქმებინა ირაკლი კობახიძის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიღებაზე მოსაწვევები გაავრცელა 11 სექტემბერს. 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა, რომ მე ვუახლოვდები წითელ ხაზს და გააკეთა იმგვარი მინიშნება, რაც შეერთებული შტატების მიერ აღქმული იყო რაღაც ტიპის მუქარად ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით მოქმედებებზე.

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა მიიღეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს გაცემული მოწვევის გაუქმებაზე. კიდევ ერთხელ: არის ეს ის მდგომარეობა, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს ყოფნა? საქართველოს შემდგომი იზოლაცია მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის მიერ მუდმივად ლაპარაკი შეჩერებულ გაწევრების პროცესზე – ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს.

ვფიქრობ, არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მთავრობამ იცის, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას გააკეთებენ”, – აცხადებს დანიგანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა