ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის საომარი მოქმედებები გრძელდება - ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.
ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა.
ინფორმაციას „ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, შვიდი პირი მარჯაიუნის ჰოსპიტალში, ოთხი კი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ემსხვერპლა იერიშს.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ ბეირუთის გარეუბანში, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს.