15 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ოქტობერ-ნოემბრის მსგავსად, დეკემბერშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.38%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 55.32 მილიონი დოლარი, რაც 18.44%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (17.84%), საიდანაც გასულ თვეში 50.91 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 1.38%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (10.95%) 31.25 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 55.82%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ - $55.32 მლნ;
იტალია - $50.91 მლნ;
რუსეთის ფედერაცია - $31.25 მლნ;
საბერძნეთი - $23.89 მლნ;
გერმანია - $23.47 მლნ;
ისრაელი - $23.27 მლნ;
თურქეთი - $9.13 მლნ;
ყაზახეთი - $7.37 მლნ;
ყირგიზეთი - $6.8 მლნ;
ესპანეთი - $6.56 მლნ;
ირლანდია - $5.86 მლნ;
საფრანგეთი - $5.35 მლნ;
აზერბაიჯანი - $3.89 მლნ;
გაერთიანებული სამეფო - $3.88 მლნ;
პოლონეთი - $2.55 მლნ;