თეგებით ძიება
15. 01. 2025 ვიდეო

"შენ ხარ უნიჭო მატყუარა და ხარ მონა" - ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი?

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს გამოშვება "მთავარის" წამყვანმა, ქეთი ბოლქვაძე მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ, გიგა გელხვიიძის მიმართ ჰომოფობიურ განცხადებას გააკეთა.

ის გადაცემაში “ბათუმელების“ დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.

ამ გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება იგივე წამყვანი თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.

ფაქტს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

"Keti Bolkvadze - შენ ხარ მატყუარა! იმიტომ რომ იცრუე, თითქოს ხელი შეგიშალეს გადაცემის წაყვანაში. ხმის გათიშვა დაგავიწყდა, სადაც ხაზგასმით ამბობ რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. შენ ხარ ჰომოფობი. იმიტომ რომ პ@@@@ტი უწოდე ჩვენს კოლეგას.შენ ხარ უნიჭო და ხარ მონა," - წერს ჟორჟოლიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა