თეგებით ძიება

"ჩანაწერები წაშლილი არ არის და ყველა ვიდეო არსებობს“ - რას ამბობს ბათუმის "შერატონის" მენეჯერი?

ეს არის სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც შორს არის პო­ლი­ტი­კის­გან. ჩვე­ნი მხრი­დან მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად. ჩვენ გა­მო­ვი­ძა­ხეთ პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც მო­ვი­და და მო­ახ­დი­ნა გა­მო­ძი­ე­ბა. არა­ფე­რი წაშ­ლი­ლი არ არის, ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს და რა თქმა უნდა, რო­გორც პო­ლი­ცი­ას, ისე სხვა, ნე­ბის­მი­ერ უწყე­ბას გა­დავ­ცემთ სა­სა­მარ­თლოს მო­თხოვ­ნით. (ორი­ვე თავ­დას­ხმის ჩა­ნა­წე­რი სრუ­ლად შე­ვი­ნა­ხეთ) რა თქმა უნდა, არა­ფე­რი არ არის წაშ­ლი­ლი - ბა­თუ­მის "შე­რა­ტო­ნის“ მე­ნე­ჯერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბთან გიორგი გახარიაზე და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე ისაუბრა.

მან კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი პი­რა­დად აქვს ნა­ნა­ხი და ორი­ვე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი სრუ­ლად ასა­ხუ­ლია.

"რა თქმა უნდა, სრუ­ლად არის. ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი არ არის იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­მარ­თვა ჯერ­ჯე­რო­ბით [არ ყო­ფი­ლა]. ჩა­ნა­წერს ვი­ნა­ხავთ, თუ არ ვცდე­ბი, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე. მისი თქმით, მან არ იცის, ვინ იღებ­და კად­რებს.

"ვი­ღაც იღებ­და თვი­თონ ამ ინ­ცი­დენ­ტის მო­მენ­ტში. ვერ გე­ტყვით, ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იღებ­და ვი­დე­ოს... ჩვენ არ გვაქვს [კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის] უფ­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ. რომ არ მომ­ხდა­რი­ყო სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია, არ გა­დაზ­რდი­ლი­ყო უფრო სე­რი­ო­ზულ აგ­რე­სი­ა­ში ჩვე­ნი დაც­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და... გან­ვა­ცალ­კე­ვეთ, ჩვენ ხომ არ ვი­ცო­დით, რა მოხ­დე­ბო­და შემ­დგომ... ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და.

რა თქმა უნდა, პო­ლი­ცი­ას შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ. პო­ლი­ცი­ას ჩვენ შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ, ეს უკვე გა­ხა­რი­ას ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ იყო“, - გა­ნა­ცხა­და მე­ნე­ჯერ­მა.

ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა