თეგებით ძიება

რუსების მიერ დატყვევებული "აზოვის" მებრძოლები, შესძლოა, სიკვდილით დასაჯონ - რა ინფორმაცია ვრცელდება?

"აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნიდან ოკუპანტი რუსების მიერ ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. ინფორმაციას ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა “გარ­დი­ა­ნი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა ეყ­რდნო­ბა ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის დე ფაქ­ტო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, იური სი­რო­ვატ­კის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმი­თაც, სა­სა­მარ­თლო მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ მსგავს და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა მოქ­მე­დებს.

“სა­სა­მარ­თლო მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს. მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ჩვენ სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ფორ­მა გვაქვს დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში – სიკ­ვდი­ლით დას­ჯა.

ყვე­ლა ომის პა­ტი­მა­რი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და იური სი­რო­ვატ­კიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა