ამ პერიოდში მოგვიწევს პრეზიდენტთან ბევრი საკითხის კოორდინირება, არჩევნებისთვის მზადება | ხოშტარია
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იქნება, რადგან პრეზიდენტს ამ პროცესში ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს:
"პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის ჩამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტიდან. ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებში რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ამ პერიოდში მოგვიწევს პრეზიდენტთან ბევრი საკითხის კოორდინირება, არჩევნებისთვის მზადება. აქ ის თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს და შესაბამისად გვექნება მთელი რიგი შეხვედრები. არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური პროცესი. დაიწყება პრეზიდენტთან კოორდინაცია, არჩევნებისთვის მზადებისთვის." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალ ლიდერებს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.