თეგებით ძიება

"პრემიერი წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდა. შეიძლება ჰგონია, რომ მარტო ღმერთი თუ გვიშველის" - ზურა ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, სოციალური ქსელით ეხმაურება:

"ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოსურნე 3 ქვეყნიდან ერთის (უკრაინის) მმართველი რუსეთს ებრძვის, მეორის (მოლდოვას) მმართველი ევროპის ქვეყნების ტურნეშია, რომ დაარწმუნის ყველა სასტუსის მინიჭების აუცილობლობაში, ხოლო მესამის (საქართველოს) პრემიერი წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდა.

შეიძლება ჰგონია, რომ მარტო ღმერთი თუ გვიშველის ამ სიტუაციაში.
მაგრამ კარლ ჰარცელმა ცივი წყალი გადაგვასხა, შეიძლება ღმერთმაც ვერ გიშველოთო.
ხოდა, ჩვენ, ხალხი რას ვშვებით, თუ კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცეს?
ზრდილობისთვის ისევ ვიკითხავ - ამ ქვეყანაში ოპოზიცია არსებობს?", - წერს ბატიაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა