თეგებით ძიება

"ვაიმე, წმინდა თამარ მეფე პრეზერვატივზე როგორ დაახატეს!...საქართველოს მთელი ისტორია რამდენიმე პარაზიტი ოჯახის ისტორიაა"

ბოლო პერიოდში, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლმე მეფესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მერე, საზოგადოებაში ქართველ მეფეთა საკითხი აქტუალური გახდა.

საკითხს სოციალურ ქსელში გიორგი ლომინაძეც, რომელიც ძველ პოსტს თავიდან აზიარებს:

"ვაიმე, როგორ გაბედეს და ჩვენი წმინდა თამარ მეფე ქონდომზე როგორ დაახატეს!"
საქართველოს, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის, ყველა მეფე და დიდგვაროვანი იყო ექსპლუატატორი და თქვენი წინაპრების შრომით შექმნილ დოვლათს ითვისებდა. საქართველოს მთელი ისტორია არის რამდენიმე პარაზიტი ოჯახის ისტორია, რომელიც მის მიერ დამონებული მთელი დანარჩენი მოსახლეობის შრომით ითბობდა ხელს. ის, რომ დღეს მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ისევ თაყვანს სცემს ამ საძაგელი არსებების ხსოვნას, იმაზე მიუთითებს, რომ მონების შთამომავლებს ისევ მონური აზროვნება გააჩნიათ", - წერს გიორგი ლომინაძე.

\"ვაიმე, წმინდა თამარ მეფე პრეზერვატივზე როგორ დაახატეს!...საქართველოს მთელი ისტორია რამდენიმე პარაზიტი ოჯახის ისტორიაა\"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა