თეგებით ძიება

"ტუჩები უკანკალებდა... უკრაინელი ბავშვები აღმოჩდნენ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:

"ერასმუსის პროგრამით ვიყავით პოლონეთში 9 ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები. არასამუშაო, სასეირნო დროს გზა გვებნეოდა და კითხვა-კითხვით ვაგნებდით. ერთ "დაკარგვაზე" ბავშვების ჯგუფს შევხვდით, ავტობუსის ნომრის არჩევაში დახმარება ვთხოვეთ. პატარები იყვნენ 11-13. უფრო პატარები დიდი სიხარულით დაგვეხმარნენ, "აგვირჩიეს" ავტობუსი. ჩვენც დავდექით გაჩერებაზე კმაყოფილები, რომ სახლს მივაგნებთ. ამ დროს გვესმის, ცოტა დიდი ბიჭი ჩვენს დამხმარე პატარას უბრაზდება - რატომ დაელაპარაკე? რა უნდოდათ? მოგვიახლოვდა, ტუჩები უკანკალებდა. ნამდვილი დაკითხვა მოგვიწყო, ვინ ხართ, საიდან ხართ, რამდენი წლის ხართ, აქ რატომ ხართ... ყველაფერი გაარკვია. უკრაინელი ბავშვები აღმოჩნდნენ. მერე კიდევ ბევრი რამ მოგვიყვა, უკვე თავის თავზე, როცა მიხვდა, რომ მტრები არ ვართ და მათ არ ავედევნეთ. ეს შიში, ეს ეჭვი გარესამყაროს მიმართ, რომელიც მათ გულში ჩაღვარეს არ უნდა შერჩეს მახინჯ ურდოს", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა