თეგებით ძიება

"იორდანეს ნაპირას აშენდება პატრიარქის კურთხევით სანათლავი, რომელიც 1 მილიარდი დაჯდება... ახალი ტრენდი შემოვა მოდაში - სად გაქვს ნათლობა? იორდანეში!" - ალექსანდრე ბაინდურაშვილი

შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ახლა იორდანეს ნაპირას აშენდება პატრიარქის კურთხევით სანათლავი, რომელიც 1 მილიარდი დაჯდება, (ბევრად უფრო ნაკლები, მაგრამ მადა ხომ ჭამაში მოსდით) სოფლებიდან და ქალაქებიდან მოაგროვებინებენ ოქრო ვერცხლს და ძვირფასეულიბას მშიერ მრევლს, ახალ ხატს მოჭედავენ და ამაყად ჩაიტანენ. ხო მიაწერენ, “ქართველი ხალხისგან” (მე უტვინოსაც დავამატებდი).
მერე ვინმე მილიონერები ჩარტერებით ჩავლენ და შვილებს მონათლავენ, მამა-დედებს და კიდევ მგალობლებს წაიყვანე ! სავარაუდოდ ერთი ნათლობა ერთი სახლის ფასი დაჯდება, ამდენი უსახლკარო კი ისევ ქუჩაში გააგრძელებს ცხოვრებას! (
ახალი ტრენდი შემოვა მოდაში, ვაკე საბურთალოზე ძირითადად.
- სად გაქვს ნათლობა?
იორდანეში!
ამ დროს და ამ უაზრობაში გავიდა კიდევ მრავალი ლამაზი წელი, ყველამ რაღაც შეძლო, ყველამ რაღაც შექმნა! ჩვენ საერთოდ ვერაფერი, იმასაც არ ვუფრთხილდებით რაც წინაპრებმა შექმნეს.
გუშინ იყალთოს აკადემია მოვინახულე, ჩვენი სიძლიერის სიმბოლოა ჩემთვის, გაპარტახებული, განადგურებული, ერთი ასი წელიც და ქვების გროვად იქცევა იქაურობა, ბალახის გათიბვა ხომ მაინც შეიძლება? ნებისმიერი საოჯახო სასტუმროს ეზო ბევრად ლამაზი და მოწესრიგებულია ვიდრე მონასტრის.
შევხედე ამ დიდებული აკადეემიის ნანგრევებს, რომელიც ჭუჭხში და ბალახში ნახევრად ჩანდა და დავფიქრდი, ეს რომ ევროპაში ყოფილიყო,
(შეგახსენებთ,ბნელი და გარყვნილი ევროპა, სადაც ფულს აღმერთებენ და არაფერი სასიკეთო არ ხდება ადამიანისთვის, თანამედროვე ქართუილი საეკლესიო სწავლების მიხედვით) როგორი მოვლილი და ნაპატრონები იქნებოდა.
მაგრამ იორდანეზე ავაშენებთ სანათლავს, მერე ვიღაცა ბინძური ფულით კიდევ ტაძარს მიაშენებს და ვიამაყებთ, თვალზე ცრემლი მოგვადგება, ტანში ჟრუანტელი, რომ წარმოვიდგენთ იმ სანათლავს გამოუსადეგარი ჭაობის პირას! ამ დროს კიდევ ქვეყანასთან ერთად, მთელი ისტორიული საგანძური თავზე გვენგრევა!
ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!", - წერს ბაინდურაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა