თეგებით ძიება

"ცხოვრების ყველა წამი უნდა გიყვარდეს, მადლიერებაში უნდა იცხოვრო..." - რას წერს კოტე მათიაშვილი?

ექიმი, კონსტანტინე მათითაშვილი სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტს აქვეყნებს.

"ცხოვრების ყველა წამი უნდა გიყვარდეს, მადლიერებაში უნდა იცხოვრო, ხვალ არ არსებობს - არსებობს დღეს მხოლოდ, ხოდა დღეს სულ უნდა იხარო რომ ხარ, ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავზე, ნუ ელოდები მოვლენების განვითარებას, იცხოვრე მომენტში - აქ, ახლა ... წარსულს ეცი პატივი, მიიღე და დააგროვე გამოცდილება, აწმყოთი ისიამოვნე და მომავლი შენია.

იხარე, იცინე, იხუმრე, დასცინე საკუთარ შეცდომებს, გაიხარე მიღწევებით და როდესაც არ იცი როგორ მოიქცე უბრალოდ გაჩერდი, გაჩერდი და სამყარო შენ საუკეთესო ცხოვრებას დაგახვედრებს . მოთმინება დღეს - ყველაზე დიდი წარმატებაა ხვალ.

შენი ფიქრები მხოლოდ ფიქრებია და რეალობა სულ სხვაა, რეალობა თავად მოვა და თუ არ ინერვიულებ და გაჩერდები ისეთი მოვა თავად ვერც კი წარმოგიდგენია, ღმერთი ჩემს სურვეილებზე ბევრად მეტს მომცემს და დაე მივცე მას მოქმედების საშუალება.. მაშინ ის მოქმედებს ! დღეს გავაკეთებ ჩემს საქმეს, ვეცდები ვიმოქმედო უანგაროდ, ვიქნები მადლიერი და დანარჩენი მისი ნებაა", - წერს ექიმი.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა