თეგებით ძიება

"ენერგეტიკულ კრიზისთან ერთად საქმე უაღრესად საშიში მიმართულებით ვითარდება!" - რას წერს დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ენერგეტიკულ კრიზისთან და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობი?!
ცხადია, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ადრე თუ გვიან
(უფრო გვიან!) სადღაც ჩაანაცვლებ, მაგრამ
პალადიუმი,
ნიკელი,
ტიტანი,
ნეონი -
შეუცვლელია!
დომინირებული მიმწოდებლები რუსეთი და უკრაინაა (ნეონის).
ამ რესუსრების მიწოდებებზეა დამოკიდებული მსოფლიოს ტექნოლოგიური დარგი (მთლიანად!), ხოლო
ენერგეტიკულ კრიზისთან ერთად საქმე უაღრესად
საშიში მიმართულებით ვითარდება!
რა საჭიროა ეს ყველაფერი და რაში გამოიყენება?
ნეონი, პალადიუმი, ნიკელი, ტიტანი -
პირველი სამი - საბაზო ელემენტია ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და დეკარბონიზაციისათვის.
პალადიუმი (!), ნიკელი, ტიტანი - შეუცვლელია აერო-კოსმოსური წარმოებისათვის!
შეუცვლელი!
ამ რესურსების მიწოდების შეფერხება ანდა არასაკმარისობა, საგანგაშოა, რადგან კომპონენტები მათ საფუძველზე აუცილებელია მიკროჩიპების, ლითიუმ-იონური აკუმულატორების, ტელეფონების, უჟანგავი ფოლადების, ელემენტების (ე.წ. "ბატარეები"), სასროლი იარაღის, ტანკების, თვითმფრინავებისა და რაკეტების წარმოებისათვის, მზის ელემენტების და ქარის ელექტროსადგურების დასამზადებლად.
თუ ამ მიმართულებით რაიმე შეფერხდა, დამოკიდებულება ბუნებრივი აირსა და ნავთობისადმი გაიზრდება!
ნეონის ძირიად მწარმოებელი რუსეთია (ეს ჯერ კიდევ სსრ კავშირის დროს მოხდა). საწარმოო სიმძლავრეები ნეონის გასაწმენდად აგებულია და წარმატებით ფუნქციონირებდა უკრაინაში - 2020 წელს, მსოფლიო ნეონის 65% წარმოებული იქნა საწარმო "აისბლიკში" (ოდესა, მოსკოვი), აგრეთვე მსოფლიო ნეონის 5% ომამდე იწარმოებოდა მარიუპოლში (2022 წ. - საწარმო "ინგაზი" (მარიუპოლი).
აქ არაფერს ვამბობ ატომურ ტექნოლოგიებზე (საწვავი ატომური ელსადგურებისათვის, სადაც მონოპოლია რუსეთს უჭირავს) და ა.შ.
ამას ყველაფერს ერთი რამისთვის ვწერ:
რეალურად ვიცოდეთ ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულება და არ გავხდეთ იმ გონებადამთხვეულობისა და იდეოლოგიურ-ორიენტაციული ხუნტრუცის მსხვერპლი, რომელმაც ლამის წალეკა საქართველო!
ფუძე - გაუნათლებლობაა ამ ნაგავისა, და მას წინააღმეგობა სჭირდება, სულ რომ არ დაიღუპოს და გაქრეს ქართული სახელმწიფო!", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა