თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილს მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენი მიენიჭა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვარი გადაეცა

ირაკლი ღარიბაშვილს მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენი მიენიჭა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვარი გადაეცა, - ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა. ამ ორდენის მონიჭება, ამავე დროს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მსურს დიდი მადლიერება გამოვხატო იერუსალიმის პატრიარქის, მისი უნეტარესობა თეოფილოს III-ისადმი ამ ძალზე იშვიათი ჯილდოსთვის.
მე ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება და რომელმაც ჩვენი ხვალინდელი დღეც უნდა განსაზღვროს", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა