თეგებით ძიება

ბარბარიზმები, რომლებიც ქართულ ენაში ინგლისურდან შემოვიდა - ნახეთ, სია

ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი აგრძელებს ქართულში უცხოური ენებიდან დამკვიდრებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისების საზოგადოებისთვის შეხსენებას:

"დღეს ძირითადად ინლისურიდან შემოსულ ბარბარიზმებსა და მათ ქართულ შესატყვისებს გთავაზობთ.
ეს ბარბარიზმები ხშირად ისმის ყოველ ნაბიჯზე. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვექცევით საკუთარ ენას.
სენსიტიური - მგრძნობიარე, (მტკივნეულიც)
პოზიტიური - დადებითი
ნეგატიური - უარყოფითი
ლინკი - ბმული
სფიჩი - მოხსენება, სიტყვა, გამოსვლა
ინსპირაცია - შთაგონება
სეივი - მოგერიება, კარის გადარჩენა, ბურთის აღება
სტრიმი - ნაკადი
ტოპ - ზე, თავი, მწვერვალი
თიმ ბილდინგი - გუნდურობა, გუნდის ჩამოყალიბება
ლაივი - პირდაპირი
მითინგ რუმი - შეხვედრების ოთახი
დილივერი - მიტანა, მიწოდება
ბენეფიტი, ბენეფიციარი - სარგებელი, მოსარგებლე
კონტრიბუცია - წვლილი, შემომწირვა
მედიატორი, მედიაცია - შუამავალი, შუამავლობა
ფასილიტატორი - წამყვანი, წარმმართველი (შუამავალიც)
ქეში - ნაღდი
კონტენტი - შინაარსი
ურიგო არ იქნება, საკუთარ ფესვებთან მყარად თუ ვიქნებით", - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა