თეგებით ძიება

"ლევან ბერძენიშვილს კატეგორიულად არ ვეთანხმები ერეკლე მეფესთან დაკავშირებით, მაგრამ ..." - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია), სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს:

"ერთხელაც ვიტყვი, ლევან ბერძენიშვილს კატეგორიუდალ არ ვეთანხმები ერეკლე მეფესთან დაკავშირებით, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ლიტერატურის ისტორიის ცოდნაში, მასზე უკეთესი სპეციალისტი ბევრი არ მეგულება ჩვენ რეალობაში…

ზოგადად, პიროვნებას თუ ერთი შეეშალა და რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ერთი, დანარჩენებსაც არ გადავუსვათ ხაზი…
საოცრად ფლობს კლასიკურ ფილოლოგიას, ფილოსოფიას… ის მოსიარულე ანტიკური ხანის ბიბლიოთეკაა…
ჰოდა, სჯობდა ერეკლეზე არც ესაუბრა!..

ისევ, სიამოვნებით მოვისმენდი მის ლექციებს ,,არგონავტიკაზე”, მის დასკვნებს ევრიპიდეზე… ეზოპეზე…
მისი სუბიექტური მიდგომა ,,პატარა კახზე” ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა!..", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა და განაცხადა, რომ მას უფლება არ ჰქონდა, საქართველო რუსეთისთვის ჩაებარიბინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა