თეგებით ძიება

"იმდენად გახარებული ვარ, რომ სიტყვები არ მყოფნის " - რას წერს ლამარა აბჟანდაძე?

ბლოგერ ლამარა ამჟანდაძეს, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომპიუტერი გაუფუჭდა და პენსიით მის ყიდვას ვერ შეძლებდა, საჩუქარი გაუკეთეს.

"მეგობრებო, მოგესალმებით ჩემი ახალი კომპიუტერიდან. იმდენად გახარებული ვარ, რომ სიტყვები არ მყოფნის აზრის გამოსათქმელად. ტელევიზია "ფორმულამ" გამიკეთა ეს უდიდესი საჩუქარი. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ, რომ ეს ტელევიზია ჩემი საყვარელი ტელევიზიაა. მე მათემატიკოსი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა ფორმულა. ესაა სიზუსტის, სიმტკიცის, სიმართლის მაჩვენებელი. ტყუილად კი არ დაერქვა ამ ტელევიზიას სახელად " ფორმულა". ეს ტვ ყოველთვის სიმართლის მხარეზეა. ამიტომ ,მიყვარს მე "ფორმულა", - წერს აბჟანდაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა