თეგებით ძიება

"მეფე ხელშეუხებელი პერსონა არ არის. ჩვეულებრივი პოლიტიკოსია" - დავით გორგილაძე

მწერალი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"ძალიან მეზარება ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაი არ იშლიან, თავ ზემოთ ძალა არ არის.
მეფე ხელშეუხებელი პერსონა არ არის.
ჩვეულებრივი პოლიტიკოსია. თუკი შეიძლება შევარდნაძის, გამსახურდიას ან სააკაშვილის კრიტიკა, იმავე წარმატებით შეიძლება მეფისაც.
მითუფრო მეფის, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღო (კარგი თუ ცუდი, ამაზე დავა შეიძლება დიდხანს და ამაოდ).
სინამდვილეში, ამ ჩვენს სტერილურ და გაქვავებულ ისტორიაში, როცა მასწავლებლები მკვდრადშობილ, ნაფტალინიდან ამოღებულ ფრაზებს უყრიან საკენკად მოსწავლეებს, მისწრებაა Levan Berdzenishviliს მსგავსი ადამიანები, ვინც ბასრად და ალესილად, მაამებლობის გარეშე ამბობენ საკუთარ აზრს (ეთანხმებით თუ არა, სხვა საქმეა).
და 1798 წელს გარდაცვლილი მონარქის დასაცავად რომ გამოდის ხალხი და გაჰყვირის "მეფე, მეფე!!!" - ეს, გარდა იმისა რომ კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, მაინცდამაინც კარგად არც თანამედროვე საზოგადოების სიჯანსაღეზე ამბობს რამეს.
ისე კი, წარმომიდგენია რას იტყოდა თვითონ ერეკლე მაგ ხალხზე. ისე, კახურად, ჯიგრულად", - წერს გორგილაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა