თეგებით ძიება

დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი - კალაძე ელოშვილზე

თბილისის მერი, კახა კალაძე, მისი მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული".- წერს კალაძე.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა