თეგებით ძიება

"ნეკროფილო და ბეცო ხალხო! კოკაინის ფასად მოვაჭრე ბნელებო!" - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში, ერეკლე მეორის დასაცავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ "ღირსების აქციას" ეხმაურება.

"როდის დაიწყებთ წმინდა მეფე ერეკლეს წმინდა ლავიწის ძვლის ჩამოტარებას? ველოდები სულმოუთქმელად. მე ერეკლეს კი არა, თქვენ დაგცინით თქვე მკვდართა დამმარხავო, მკვდარ მადიდებელო, ნეკროფილო და ბეცო ხალხო! ძვალ მადიდებელო, მიწით კოკაინის ფასად მოვაჭრე ყრუებო და ბნელებო! მართალთა და თქვენთან გამოგზავნილთა მკვლელებო და შემდეგ მკვდართა მადიდებლებო!

აზროვნებას კრძალავთ, თვითონ კი დაზეპირებულად მეტყველო, ყანწის მსმელო, ფარისევლებო! მიდით, სუფრასთან და იქ ჩაუშვით განსხვავებული სასმისი ფაშვში, რამე სადღეგრძელო დაგუგლეთ წინასწარ ერეკლეზე! მბურძგლავს ბრმებზე და ყრუებზე…" - წერს სამოქალაქო აქტივისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა