თეგებით ძიება

"ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა" - რა ვიდეო და ფოტო კადრები ვრცელდება იალია ელოშვილზე?

პიარსპეციალისტი, ეკატერინა ჟვანია თბილისის აწ უკვე გარდაცვლილ ვიცე-მერზე, იალია ელოშვილზე სოციალურ ქსელსი წერს და აქვეყნებს ფოტო და ვიდოეკადრებს:

"ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო.
როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი , ჩემი უბნელი ისე გამიხარდა--ჩემთვის უცხო და "რაღაცნაირ" გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა. რთული პირადი პერიოდი ქონდა ემოციურად, "მელაპარაკე დედუ" .... ძალიან დიდიხანია არ გვილაპარაკია. დღეს დილიდან "ველაპარაკები", "ვეჩხუბე" კიდეც....
ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარეთქო და - ტეხავს ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა . აი რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს. ბევრ რამეს არ იმჩნევდა. ბევრს.

დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი მგონი არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ:
- მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა ", - წერს ჟვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა