თეგებით ძიება

"ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან..." - რას წერს სამხედრო ექსპერტი?

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე თბილისის მერის მოადგილე, აწ უკვე გარდაცვლილ ილია ელოშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან. დღეს მომიყვა მისმა მაშინდელმა მეთაურმა. 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში. მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა. არ მიდიოდა. ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო.
ილიას ისღა დარჩენოდა, სახლში წასულიყო.
ორი კვირის შემდეგ, ისევ ჩადის აფხაზშთში, თავის ნაწილში.
მეთაური ეკითხება, რატომ ჩამოხვედიო, ხომ გიბრძანე სახლში წასვლაო?
ილიამ უპასუხა, ბრძანება შევასრულე, სახლში წავედი და ისევ ჩამოვედიო.
მგონი ბევრზე მეტყველებს?!
დასანანია...
ოჯახს და ახლობლებს გაძლებას ვუსურვებ და გულით ვუსამძიმრებ", - წერს ამირან სალუქვაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა