თეგებით ძიება

"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა" - ირაკლი კობახიძე ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს:

"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი და კარგი ქართველი ადამიანი, ილია ელოშვილი დავკარგეთ. მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე, როგორი ტკივილია მისი გარდაცვალება ჩვენთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და თანამონაწილე ვარ მათი მწუხარების", - წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა