თეგებით ძიება

"ტყვიამ გულში გაიარა, ნასროლია გლოკით, გასროლის ხმა არავის გაუგია" - რას წერს ელისო კილაძე ილია ელოშვილე?

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ წერს.


"ილია ელოშვილი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი(შვილმა),
ტყვიამ გულში გაიარა(თვითმკვლელები ან თავში ისვრიან,ან პირის ღრუში),

ნასროლია გლოკით,გასროლის ხმა არავის გაუგია(არც ოჯახის წევრებს,არც მეზობლებს),მიბჯენითი სროლის კვალია,ტრაექტორიის დადგენა შეუძლებელი(წინასწარი ექსპერტიზით),

სახლის კარი დაკეტილი იყო,ფანჯრებიც.
მტრები არ ყავდა,გამორჩეული საჯარო მოხელე იყო ოცნებაში,
აუხსნელი და უცნაური დეტალებია,წერილიც არ დაუტოვებია.

ვუსამძიმრებ ოჯახს,მეგობრებს, ახლობლებს
კარგი კაცი დააკლდა ქალაქს", - წერს ელისო კილაძე.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა