თეგებით ძიება

"ევროკავშირის კანდიდატობა ბევრს არაფერს ნიშნავს" - ზაზა შათირიშვილი

თბილისში მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის განცხადებას აქვეყნებს:

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფიქტიურობის მიუხედავად, ისიც ადვილი გამოსაცნობია, რომ წინასწარ დაწერილი სცენარის აღსრულება საზოგადოებაში სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს.
ევროკავშირის კანდიდატობა ბევრს რომ არაფერს ნიშნავს, წესით, საქართველოში უკვე ყველამ უნდა იცოდეს. თურქეთი, ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო დიდი ხანია, კანდიდატები არიან, თუმცა, მათი უმეტესობა, უკვე 10 წელიწადზე მეტია, ამაოდ ელის ევროკავშირის წევრობის ახლო პერსპექტივასაც კი.
გათვლა ახალგაზრდებზეა, რომლებიც აღშფოთდებიან იმით, რომ ევროკავშირმა ხელისუფლებას კანდიდატობაზე უარი უთხრა, გამოვლენ ქუჩაში და მერე ნიკანორ მელიათი, მამუკა ხაზარაძითა და ნინო ბურჯანაძით დაწყებული და გიგა მაქარაშვილით, მიშა მშვილდაძითა და ვახო სანაიათი დამთავრებული, "ნაციონალური მოძრაობის" სრული სპექტრი ეცდება ეს მღელვარება, რევოლუციაში გადაზარდოს.
სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკელებისთვის მიუღებელია. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ადამიანის ბუნებაა, რომ გერს ყოველთვის საკუთარი შვილი ურჩევნია. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და უსუფაშვილი მათთვის შვილები არიან. ეს არის მათი აგენტურა, ახალი ქართველი ღამურები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოზარდეს და რომლებსაც ნებისმიერ არაპატრიოტულ ნაბიჯზე მოაწერინებენ ხელს. სწორედ ამიტომაა, რომ ამდენი წელია, ამერიკელები ხელისუფლებას არ დახმარებიან. საქართველოს ვითომ წელიწადში 100 მილიონ დოლარს აძლევენ და იმასაც თითქმის მთლიანად საკუთარ "ენჯეოებს" ახარჯავენ.
ევროკავშირის თემაც სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ ხელისუფლების აყირავების სხვა ინსტრუმენტი არ აქვთ. საქართველოს დაფინანსებას რომ აძლევდნენ, ფულით დააშანტაჟებდნენ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, რასაც არ გვაძლევენ, რას გაგვიჩერებენ“, - წერს შარაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა