თეგებით ძიება

"აი ასე აფერისტობენ ქალები, ძალადობას აბრალებენ ცნობილ კაცებს" - ვის შესახებ წერს სალომე ასათიანი

ჟურნალისტი, სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მე მგონი მთავარი ის აშკარად არაა, რომ ჯონი დეპი ბევრს და განსაკუთრებით ჩემს თაობას ძალიან გვიყვარს, ემბერ ჰარდი კი დიდად ვერ მოვიწონეთ. მეტიც, არც ეს კონკრეტული საქმეა აქ მთავარი. ყველაფერზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი ქალები ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული არიან პატივცემული საზოგადოების თვალში. სასამართლომ გაამტყუნა - "აი ასე აფერისტობენ ქალები, ძალადობას აბრალებენ ცნობილ კაცებს"; სასამართლომ გაამართლა - "აბა რას იზამდა სასამართლო, ამ ფემინისტების და me too-ს შიშით". ასე მუშაობს მასკულინიზმიც და პატრიარქატის სიმბოლური წესრიგიც. საათივით, როგორც იტყვიან. და სიმართლეც ამას ეწირება", - წერს ასათიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა